← მთავარი
სპორტი

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მოგებულია - "იბერია 1999"-მა ესტონური გუნდი 3-2 დაამარცხა: ნახეთ გოლები (ვიდეო)

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მოგებულია -

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “იბერია 1999“-მა გასვლაზე ესტონეთის “ფლორა“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრები ბედოშვილის პასით ნაჭყებიამ დააწინაურა, ცოტა ხანში კი პენალტით ჯინჯოლავამ უპირატესობა გაზარდა. შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. 37-ე წუთზე სიხარულაშვილის გოლი ხელით თამაშის გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მე-60 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ესტონური გუნდის მცველი კოლო გააძევა და კაცნაკლულმა “ფლორამ“ თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ქარდავამ მალე მეტოქის კარი დალაშქრა და “იბერია 1999“-ს გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს თბილისში გაიმართება. “ფლორას” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, “იბერია 1999” მომდევნო ეტაპზე “სლოვანს” შეხვდება.

← მთავარი