სპორტი
ზაფხულში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს მართავს. წელს ოთხ ქართველ მსაჯსა და კომისარს 8 საერთაშორისო ტურნირზე მოუწევს მუშაობა. მათ შორის არიან მარინა შალამბერიძე, მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი.
9 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამო“ სამმა ფეხბურთელმა - პორტუგალიელმა როდრიგო რამუშმა და რუი მონტეირუმ, ასევე ინგლისელმა ჯოშუა ონომამ დატოვეს. ონომა ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი იყო და წარსულში „ტოტენჰემში“, „ასტონ ვილასა“ და „ფულჰემში“ უთამაშია, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში შესვლა ვერ მოახერხა. 23 წლის მონტეირო „პორტუს“ აკადემიის აღზრდილია და „დინამოს“ „პორტუს“ მეორე გუნდიდან შეუერთდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-9 ადგილისთვის იტალიას დაუპირისპირდება. ჩემპიონობისთვის კი ოთხი გუნდი იბრძვის.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.
9 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ პარიზულ კლუბს რუისში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ამ ტრანსფერის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი მომავალ სეზონზე შესაძლოა „სამეფო კლუბში“ აღმოჩნდეს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის გავლენას მშვიდობაზე, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებაზე, ასევე გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკების შესახებ. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„იბერია 1999“-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო. გუნდმა სტუმრად „ფლორა“ 3:2 დაამარცხა. ანგარიში ნაჭყებიამ გახსნა, შემდეგ ჯინჯოლავამ პენალტით უპირატესობა გაზარდა. მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026