← მთავარი
საზოგადოება

Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
Lets fight against DMD: ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის მიზნით, სამინისტრო საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ გვერდზე “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას” ვრცელდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. მეორე მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებული დეტალები საზოგადოებისთვის მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მშობლები იმედოვნებენ, რომ პროცესი ბიუროკრატიული თუ სხვა სახის შეფერხებების გარეშე ჩაივლის.

“მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ მეორე მედიკამენტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება, პროცესი ზედმეტი შეფერხებების გარეშე გაგრძელდება და ყველა შესაძლო ხელისშემშლელი გარემოება დროულად აღმოიფხვრება.

ამასთან, კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთანაც. კომუნიკაცია ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიმართულებით.

გვინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ამ პროცესში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ერთად ვიზეიმებთ”, — აღნიშნულია განცხადებაში.

← მთავარი