სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". მატჩის დაწყებამდე ქართველმა ფეხბურთელმა, ორ თანაგუნდელთან ერთად, უარი განაცხადა ბელარუს ფეხბურთელებთან ხელის ჩამორთმევაზე. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრების ყულაბა სამი მედლით შეავსო. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არ უთამაშია და იჯარით „რეიმსში“, „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „ლეიკერსს“ ლებრონის გაშვება არ სურდა, გუნდის შეცვლა თავად ჯეიმსის სურვილი იყო.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.
10 ივლისი, 2026