განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ირანის დენუკლეარიზაციას.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ჯიმი ტაბიძე "ქაისერისპორში" ითამაშებს | Lelo.Ge

თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა — ძლიერი სიცხის ფონზე ევაკუირებულია 1000-მდე მცხოვრები

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმერიის პროვინციის მუნიციპალიტეტ ლოს-გალიარდოსში გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 6 კი დაშავდა. ხანძრის ჩასაქრობად ბედარის დასახლებაში დაახლოებით 150 მეხანძრე მუშაობდა და სტიქიის გამო ევაკუირებულია დაახლოებით 1000 ადგილობრივი მცხოვრები.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

ირაკლი დგებუაძე, რომელიც ცნობილია მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტის სტატუსით, დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად. მანამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს მიმართა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე. ო’ფლაჰერტი გენერალური პროკურორს სთხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა სადიგოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ თავად შეწყვიტა და რატომ იქნა არჩეული წინასწარი პატიმრობა მის ხელმეორედ დაკავებისას.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს მიმართა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე. ო’ფლაჰერტი გენერალური პროკურორისგან ითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა სადიგოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, რომელიც პროკურატურამ თავად შეწყვიტა, და რატომ იქნა არჩეული წინასწარი პატიმრობა მის ხელმეორედ დაკავებისას.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“  ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის გასაუმჯობესებლად 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. განახლებული ავტოპარკი კომპანიას სამუშაოების ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და მასშტაბების გაზრდის საშუალებას მისცემს. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

10 ივლისი, 2026