საზოგადოება
10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ანჩელოტი ბრაზილიას „რეალის“ მსგავსად ვერ ათამაშებს და ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში ფეხბურთელების შესათამაშებლად დრო ჰქონდა. მოგვიანებით, რომარიომ თავისი უხეში სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს რაგბის კლუბი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და ტრანსფერზე 12 ახალ მოთამაშეს იმატებს. გუნდში ორი ახალზელანდიელი, სამოური წარმოშობის მორაგბე, მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი შეუერთდებიან, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. ასევე, გუნდს დაემატებიან ქართველი მორაგბეები და საფრანგეთიდან დაბრუნებული მოთამაშეები.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობის საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალი წარედგინება. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის გავლენას გაეროს სამი ძირითადი მიმართულებით და გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკებზე. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არ უთამაშია და იჯარით „რეიმსში“, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". ქართველი ფეხბურთელი, უკრაინელ და პორტუგალიელ თანაგუნდელებთან ერთად, ბელარუს მოთამაშეებს არ შეხვედრია. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026