პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა 40-მდე ერთეული ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოების ეფექტიანობას. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც უფრო მეტ მოვლილ პარკსა და სკვერს, უფრო მწვანე გარემოსა და მუნიციპალური მომსახურების მაღალ ხარისხს ნიშნავს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი სავარაუდოდ თურქეთში დააკავეს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ანჩელოტი ბრაზილიას „რეალის“ მსგავსად ვერ ათამაშებს და ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში ფეხბურთელების შესათამაშებლად დრო ჰქონდა. მოგვიანებით, რომარიომ თავისი უხეში სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატმა ცვლილებები შეიტანა. პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე პოზიციაზეა. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
10 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტი" 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არქივიდან სტატიას აქვეყნებს.
10 ივლისი, 2026