← მთავარი
სპორტი

ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო

10 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო

ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, 34 წლის ლეგენდარული დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს.

ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩში მას გულის შეტევა დაემართა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, რის შემდეგაც კრისტიანმა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაიდგა და კარიერა ასე განაგრძო.

ერიქსენი უგონოდ მოედანზე ამა წლის ივნისში უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისასაც დაეცა. ის გონზე მოვიდა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა.

მისმა ამჟამინდელმა კლუბმა “ვოლფსბურგმა” განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავარ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ დანიელი სარეაბილიტაციო პერიოდს სამშობლოში გაივლის და შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.

ამასთან ერთად, დანიელმა კარდიოლოგმა ჰენინგ მელგაარდმა Bold-ს განუცხადა, რომ ერიქსენი ფეხბურთს არ უნდა დაუბრუნდეს.

“ინტრაცერებრული კარდიომიოპათიის (ICD) მიღების შემდეგ, სპორტსმენების უმეტესობა კარიერას ასრულებს. ჩვენი მკაფიო რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ და ამერიკულ კვლევებს ეფუძნება, არის ის, რომ პროფესიულ სპორტში ინტრაცერებრული კარდიომიოპათიით ასპარეზობა ძალიან არასასურველია.

ვიცით, რომ ის გაკრვეულ მომენტებში გონებას კიდევ დაკარგავს და ეს განმეორდება”, - თქვა მელგაარდმა.

თავად ერიქსენმა უკრაინასთან მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ფაქტის მეორე დღეს კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს სიტუაცია ევროპის ჩემპიონატისგან სრულიად განსხვავებული იყო.

“ჩემმა ინტრაცერებრულმა კარდიომიოპათიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს 2021 წლისგან სრულიად განსხვავებული რამ იყო.

თავს კარგად ვგრძნობ და გამოჯანმრთელება უკვე დაწყებულია. აპარატმა ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც განკუთვნილი იყო და მან მე დამიცვა”, - აღნიშნა ერიქსენმა.

← მთავარი