მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ემინ ალიევს, აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების თანახმად, მკვლელობა მოხდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით. ბრალდებული, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არასდროს უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“, შემდეგ „ბრაგაში“ იყო, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, ამჟამად მერვე პოზიციაზეა განთავსებული. რეიტინგის საბოლოო სახე ტურნირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან ფინალური გაცურვა 59.72 წამში დაასრულა. ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი აიღო, ფინალში გასასვლელად კი მხოლოდ 0.15 წამი დააკლდა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
სააკაშვილის თქმით, ეს საბჭო ახალი პარტიის მშენებლობასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე იზრუნებს, რათა ის თანამედროვე, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობა გახდეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და ტრანსფერზე 12 ახალწვეულს იმატებს. გუნდს შეუერთდებიან ახალზელანდიელი მორაგბეები მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. ასევე, გუნდს დაემატებიან ქართველი მორაგბეები სხვადასხვა კლუბებიდან და საფრანგეთიდან დაბრუნებული მოთამაშეები.
10 ივლისი, 2026