განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება

საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან შედარებით ოდნავ მაღალი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა კლების ტენდენციას აჩვენებს. მოსალოდნელია სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენების გამოვლენაც.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

ზაფხულში საქართველოში ტემპერატურა ნორმაზე მცირედით მაღალი იქნება

საქართველოში მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან შედარებით ოდნავ მაღალი იქნება, ხოლო ნალექების რაოდენობა კლების ტენდენციას აჩვენებს. მოსალოდნელია სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენების გამოვლენაც, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე, ცალკეულ პერიოდში შესაძლებელი არის ძლიერი ნალექიც.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქარხნის ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის დაღუპვა და რამდენიმე დაშავება. ეს ინციდენტი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ბოლო იერიშების ნაწილია.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, როდესაც „საქართველოს მთავრობა დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა“. მმართველი პარტია კი კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებს.

10 ივლისი, 2026
სამართალი

11 წლის შემდეგ გახსნილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა - რას წერდა "ნიუპოსტი" 2015 წელს მომხდარ დანაშაულზე

პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს გიორგი კვარაცხელია.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჟენევაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ საინაუგურაციო გლობალურ დიალოგში. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ რისკებს და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“  ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა

შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის გასაუმჯობესებლად 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც ახალი ავტოპარკი კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება.

10 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

10 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

10 ივლისი, 2026