← მთავარი
სპორტი

[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალში მეექვსე იყო | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალში მეექვსე იყო | Lelo.Ge

მიუნხენში (გერმანია) მოცურავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 9 ივლისს რამდენიმე დისციპლინაში ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა, მათ შორის გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში. მედლების მაძიებელთა შორის იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ანა ნიჟარაძე.

შეგახსენებთ რომ ქართველმა მოცურავემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო და ნახევარფინალური პაექრობები და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ გაცურვისას ნიჟარაძემ 100-მეტრიანი დისტანცია 59.72 წამში დაფარა და მე-6 ადგილი დაიკავა, კვარცხლბეკზე კი ადგილები ასე განაწილდა: 1. კატერინა სანტამბროჯიო (იტალია, 58.63), 2. სერაფიმა ფოკინა (რუსეთი, 58.67), 3. ბარბარა ლესნიევსკა (პოლონეთი, 58.78).

ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 22.77 წამით მე-4 ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისკენ გაიკაფა გზა, იქ კი 22.53 წამით მე-5 ადგილზე გავიდა. დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად იაკუბ აუსტევოლ ჰარლემს (ნორვეგია) 0.15 წამით ჩამორჩა და ახლა ფინალისტთა რეზერვშია.

← მთავარი