სპორტი
ანზორ მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 4:1 აჯობა ბელარუსის ჩემპიონ "ვიტებსკს". ქართველმა ფეხბურთელმა, უკრაინელ და პორტუგალიელ თანაგუნდელებთან ერთად, ბელარუს მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვა. ამ ჟესტით მათ გამოხატეს პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი დატოვება არ სურდა, თავად ჯეიმსის სურვილი გახდა გუნდის შეცვლა. NBA-ის ინსაიდერების ცნობით, „მეფე“ მომდევნო სეზონში „მაიამი ჰიტს“, „კლივლენდ კავალიერსს“ ან „ფილადელფია სიქსერსს“ შეუერთდება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. კილაძემ საქართველოს ნაკრების ყულაბას სამი მედალი შემატა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი დაიკავა, ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში არასდროს უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“, შემდეგ „ბრაგაში“ იყო, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია. "ქაისერი", რომელიც გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა, მიზნად ისევ უძლიერესთა შორის დაბრუნებას ისახავს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია იწყებს ძირეულ და სისტემურ რეფორმებს, რათა ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაიმართოს და შეიქმნას თანამედროვე, სახალხო მოძრაობა.
10 ივლისი, 2026