სპორტი
მიუნხენში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი აიღო.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, ფართოდ გაუხსნის კარს სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც. სააკაშვილის თქმით, ეს ნაბიჯი პარტიის ფუნდამენტურ გარდაქმნასა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანას ემსახურება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია.
10 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს - თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის გასაუმჯობესებლად 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. განახლებული ავტოპარკი კომპანიას სამუშაოების ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და მასშტაბების ზრდის საშუალებას მისცემს. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ინვესტიცია თითოეული თბილისელის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
10 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ჩემპიონობა მოიპოვა. მან ატაცში 153 კილოგრამით ოქრო მოიპოვა და ამავდროულად საქართველოს რეკორდები დაამყარა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ანჩელოტი ბრაზილიას „რეალის“ მსგავსად ვერ ათამაშებს და ნაკრებისგან განსხვავებით კლუბში ფეხბურთელების შესათამაშებლად დრო ჰქონდა. მოგვიანებით, რომარიომ თავისი უხეში სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს რაგბის კლუბი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და ტრანსფერზე 12 ახალ მოთამაშეს იმატებს. მათ შორის არიან სამოელი ახალზელანდიელი მორაგბეები მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში ითამაშებენ. გუნდს ასევე შეუერთდებიან ქართველი მორაგბეები სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან დაბრუნებული გიორგი მამიაშვილი და დავით არველაძე.
10 ივლისი, 2026