განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

ნარკოლოგი სიხარულიძე: „ნალოქსონი ქსელებში არ არის, ზიანის შემცირების პროგრამებს ხურავთ — ვეღარ გვეტყვით, რა ხდება”

ნარკოლოგი და პარტია ფედერალისტების წევრი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეულ გარდაცვალებათა ზრდაზე წერს და მოითხოვს ოფიციალურ სტატისტიკას. 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავი, სადაც იმავე ღამეს კიდევ 5 ადამიანი იგივე მიზეზით გარდაიცვალა, სიხარულიძეს საფრთხის კიდევ ერთ დამადასტურებელ მაგალითად მიაჩნია.

18 მაისი, 2026
პოლიტიკა

ბინა იტალიაში, Rolex-ები, Bitcoin და იარაღი — დეპუტატ ვახტანგ თურნავას ქონებრივი დეკლარაცია

პარლამენტის წევრმა ვახტანგ თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. 37 წლის დეპუტატს ეკუთვნის: 2025 წელს 1,4 მილიონ ევროდ შეძენილი ბინა იტალიაში, სამი ძვირადღირებული საათი, მათ შორის 47 312 ევროიანი Audemars Piguet, ასევე 200 000 დოლარის ღირებულების Bitcoin და ცეცხლსასროლი იარაღი.

18 მაისი, 2026
საზოგადოება

„კატიუშა” რუსთაველის თეატრში — დირექტორი: „კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”, უფლებადამცველები: „გამაოგნებელია”

14 მაისს რუსეთის „გიტისის” სტუდენტებმა რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგინეს მეორე მსოფლიო ომის სიმღერები, მათ შორის „კატიუშა”. თეატრის დირექტორი ამბობს, რომ სცენა იჯარით გასცეს, ფული აიღეს და მომავალშიც გასცემენ. უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები კი ამ ფაქტს კრემლის ნარატივის პირდაპირი ინსტრუმენტალიზაციად აფასებენ.

18 მაისი, 2026
მსოფლიო

ბელარუსი ბირთვული იარაღის „საბრძოლო გამოყენების” წვრთნებს რუსეთთან ერთად იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 18 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთთან „ურთიერთქმედებით” დაიწყო „ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილების” წვრთნები. სწავლებები „გეგმური” და „მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ მიმართული”ა — ამბობს სამინისტრო.

18 მაისი, 2026
საზოგადოება

მარნეულში 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ტორტით მოიწამლა — სურსათის სააგენტო გამოძიებას იწყებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა მარნეულის მუნიციპალიტეტში სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე: 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, სავარაუდოდ საკონდიტრო ნაწარმის — ტორტის — მიღებით მოიწამლა. სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

18 მაისი, 2026
მსოფლიო

7 კვირის კლების შემდეგ პუტინის რეიტინგი გაიზარდა — ВЦИОМ-მა გამოკითხვის მეთოდოლოგია შეცვალა

რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური ცენტრი ВЦИОМ-მა გამოკითხვის მეთოდოლოგია შეცვალა. ახალი მონაცემებით, პუტინის მოწონება 7-კვირიანი კლების შემდეგ 66.8%-მდე გაიზარდა. ცენტრი ახლა ტელეფონთან ერთად კარდაკარ გამოკითხვასაც ახორციელებს.

18 მაისი, 2026
სპორტი

სინერი პირველად მოიგო რომი — იტალიელი ყველა 9 მასტერსის ჩემპიონია, ამ მიღწევა მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა

იანიკ სინერმა რომის მასტერსის ფინალში კასპერ რუუდი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. 29-ე კარიერული ტიტულის მოპოვებასთან ერთად სინერი გახდა მხოლოდ მეორე მოთამაშე ისტორიაში — ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ — ვისაც ყველა ცხრა ATP Masters 1000 ტური მოუგია.

18 მაისი, 2026
მსოფლიო

Amnesty International: 2025 წელს სიკვდილით დასჯა მსოფლიოში 80%-ით გაიზარდა

Amnesty International-ის ახალი ანგარიშით, 2025 წელს სასამართლოს განაჩენით 2 707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით — 2024 წლის 1 518-სთან შედარებით თითქმის 80%-ით მეტი. სიკვდილით დასჯა მკვეთრად გაიზარდა ირანში, კონგოში, სუდანში, საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში.

18 მაისი, 2026
სპორტი

სერხიო რამოსი „სევილიას” ახალი მფლობელია — გარიგება 450 მლნ ევროდ დასრულდა

ესპანეთისა და „რეალ მადრიდის” ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი და მის სათავეში მდგარი ინვესტორთა ჯგუფი „სევილია FC”-ის შეძენის პროცესს ასრულებენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, გარიგება 450 მლნ ევრო ღირს; ოფიციალური განცხადება მოახლოვებულია.

18 მაისი, 2026
პოლიტიკა

26 მაისიდან თბილის-ბაქოს მატარებელი ყოველდღიურ მიმოსვლას განაახლებს — კობახიძე ალიევს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის შეთანხმებათა პაკეტი, ხოლო 26 მაისიდან, 6-წლიანი შესვენების შემდეგ, ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებელი ყოველდღიურ მიმოსვლას განაახლებს.

18 მაისი, 2026