Geo Team-ის ინფორმაციით, ბერძნული „ოფის” ნახევარმცველი ლევან შენგელია „დინამო თბილისის” ახალ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას სატრანსფერო სიაში შედის.
შენგელია 1 ივლისიდან „ოფისთან” ხელშეკრულებას ამთავრებს და თავისუფალ აგენტად გადადის. „ოფი” მის შენარჩუნებას ცდილობს — განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ქართველმა გუნდთან ერთად ისტორიული ტიტული, საბერძნეთის თასი მოიგო. ამავდროულად, შენგელია „დინამო თბილისის” წინადადებასაც მოუსმენს.
ცნობისთვის, ქეცბაიამ „ვოლკოვს” — სომხეთის კლუბ „ზირის” ქართველ თავდამსხმელს — ასევე შესთავაზა საქართველოში დაბრუნება, თუმცა უარი მიიღო.
შენგელია „ოფის” ღირსებას 2024 წლიდან იცავს — ამ პერიოდში 58 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.