სპორტი
საქართველოს წყალხტომის ნაკრებმა პრაღაში 10 მედალი მოიპოვა — 6 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
საქართველოს კადეტ-ახალგაზრდა წყალხტომის ნაკრებმა პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა — 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ტურნირი კადეტ-ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლდა, მონაწილეობდნენ საქართველოს, ჩეხეთის, ავსტრიის, ხორვატიის და სხვა ქვეყნების ათასამდე სპორტსმენი. ქართულ გუნდს 8 სპორტსმენი წარმოადგენდა. მთავარი მწვრთნელია ჩოლა ჩანტურია, ასისტენტები — სალომე ჯუღელი და გელა აბულაძე, მოსამართლე — ირაკლი სკანდელიძე.
პირველი დღე
- ოქრო — ტინატინ ბურჯანაძე (12 წელი)
- ოქრო — ილია ბიძინაშვილი (10 წელი)
- ოქრო — ანა ჩანტურია (10 წელი)
- ვერცხლი — ნუცა სიჭინავა (12 წელი)
- ბრინჯაო — დემეტრ გვანცელაძე (10 წელი)
მეორე დღე
კიდევ 5 მედალი — 3 ოქრო და 2 ვერცხლი.
ორდღიანი ტურნირის შედეგად ქართველმა სპორტსმენებმა სულ 10 მედალი მოიპოვეს.