← მთავარი
სპორტი

Setanta Sports-მა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
Setanta Sports-მა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა

Setanta Sports-მა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა. ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს მაყურებელს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სატელევიზიო არხებსა და OTT პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებენ.

OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი — საჭიროა მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია.

„ეს ტურნირი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გამაერთიანებელი ღონისძიებაა. ჩვენთვის საამაყოა, ვიყოთ ასეთი სპორტული დღესასწაულის ნაწილი. Setanta Sports ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სპორტული მედიის კომენტირებას გამორჩეული გუნდი გაუძღვება. ამ მასშტაბის ტურნირის ტრანსლირება ჩვენთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველით ახალ და ერთგულ აუდიტორიასთან შეხვედრას — მით უმეტეს, რომ სრული პაკეტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი setantasports.com-ზე,” — განაცხადა Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩა მალაზონია.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება. გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, მატჩების ტრანსლაცია ასევე ხელმისაწვდომი იქნება „რუსთავი 2”-ზე.

← მთავარი