განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას, რომელსაც კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყდება.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

ევროკავშირი 220 მილიონი ევროთი დააფინანსებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდამჭერ პროექტებს

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდამჭერ პროექტებს 220 მილიონი ევროთი დააფინანსებს. 200 მილიონი ევრო სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, ხოლო 20 მილიონი ევრო - თემების მხარდაჭერას ჯანდაცვის, ტერიტორიების განაღმვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სფეროებში. ევროკავშირი ასევე განიხილავს ნახიჩევანის რკინიგზის პროექტს და 2026 წლის ბოლომდე ბაქოში მინისტრთა კონფერენციას გამართავს.

2 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

2 ივლისი, 2026
საზოგადოება

სადავო პარლამენტმა ტვ „პირველის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით შეუჩერა. ჟურნალისტებს აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით, ერთი თვიდან ერთ წლამდე, შეუჩერდათ. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების მიერ მიღებულ წერილებში მოიყვანა დებულება, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი „ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ“, თუ პარლამენტის წევრი, თანამშრომელი ან სტუმარი უარს იტყვის ინტერვიუს ჩაწერაზე.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევი დაბომბა - უკრაინის დედაქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამეს კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა და 86 დაშავდა. ნანგრევებიდან ცოცხლად 7 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული დარტყმის შედეგად, დილის მონაცემებით, ნგრევა და დაზიანებები კიევის ყველა რაიონში, ჯამში 30-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.

2 ივლისი, 2026
საზოგადოება

ევროსტატის მონაცემები: 2026 წლის I კვარტალში EU-დან დეპორტირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან

ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან 2,060 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს, რითაც ქვეყანა მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და ალბანეთს უსწრებს. ევროკავშირმა ჯამში 34,550 პირი გააბრუნა მესამე ქვეყნებში, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტია. ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო და უკვე შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

4 ადამიანი, მათ შორის 19 წლის გოგონა ემსხვერპლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გამარჯვების ზეიმს - რა მოხდა მეხიკოში?

მექსიკის ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე მეხიკოში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 წლის გოგონა. გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი ასფიქსია (გაგუდვა) გახდა. დაშავდა ათობით ადამიანი.

2 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქსტატი: 2026 წლის მაისში მშპ 6.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

ზელენსკი კიევზე იერიშის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის კიევისთვის ლიცენზიის გაცემას სთხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უნდა გახდეს NATO-ს მომავალი სამიტისა და სხვა საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი.

2 ივლისი, 2026
სპორტი

7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზებს. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე იტალიას, ბელგიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ტურნირში გუნდის კაპიტანი სოსო მათიაშვილი დაბრუნდა, ხოლო ბექა სამსიანს ნაკრებში დებიუტი ექნება.

2 ივლისი, 2026