განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზებს. გუნდი ჯგუფურ ეტაპზე იტალიას, ბელგიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. ტურნირზე გუნდის კაპიტანი სოსო მათიაშვილი დაბრუნდა, ხოლო ბექა სამსიანს ნაკრებში დებიუტი ექნება.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს

ევროკავშირი სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს, რაც სომხეთისთვის დახმარების ზომების ნაწილია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. გადასახადები არ გავრცელდება ახალ ხილსა და ბოსტნეულზე, ასევე ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე.

2 ივლისი, 2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

2 ივლისი, 2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეთანხმებები იურიდიულად ბათილია და არღვევს საერთაშორისო სამართალს.

2 ივლისი, 2026
პოლიტიკა

"მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი" - ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარებას და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებას.

2 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

2 ივლისი, 2026
სპორტი

ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს

ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება – ირანის წარმომადგენელი ინდურ ტელევიზიასთან

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ, მამის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე ვერ დაესწრება, რადგან ირანის ხელისუფლება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინდურ ტელევიზია India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა. ელაჰიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით არის განპირობებული.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება – ირანის წარმომადგენელი ინდურ ტელევიზიასთან

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ, მამის, ალი ხამენეის დაკრძალვას ვერ დაესწრება, რადგან ირანის ხელისუფლება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინდურ ტელევიზია India Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა. ელაჰიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით არის განპირობებული.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

ზელენსკი: რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებები გამართა ჯარედ კუშნერთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებები გამართა ჯარედ კუშნერთან. მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კუშნერი და სტივ ბენონი უკრაინას ესტუმრებიან, რათა რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდონ.

2 ივლისი, 2026