განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ 5 დღის ვადაში პატრონი არ გამოჩნდება, ძაღლი გაჩუქდება.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

თურქეთში ტრაპიზონის მახლობლად დრონი ჩამოვარდა და აფექთდა – ვარაუდობენ, რომ ის უკრაინულია

თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტრაპიზონის მახლობლად, ჩამოვარდა და აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ინციდენტი მოხდა ზღვისპირა მუნიციპალიტეტ აჩიქალანში, სადაც დრონი ხეს შეეჯახა და აფეთქდა. ადგილობრივების შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ნამსხვრევები ექსპერტიზისთვის წაიღეს.

2 ივლისი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვია - საგარეო

უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, დღეს, 2 ივლისს, სახელმწიფო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება.

2 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

2 ივლისი, 2026
სპორტი

კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან გერმანიის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, ბუნდესნაკრების მიმართ კრიტიკა არ წყდება. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, ტონი კროოსის თქმით, გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.

2 ივლისი, 2026
სპორტი

ვილი სანიოლის ინტერვიუ "ბილდთან": "თუ წლის ბოლოს ოლისეს არ მისცემენ "ოქროს ბურთს", ესე იგი, ფეხბურთში რაღაც არასწორად ხდება..."

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გერმანულ გამოცემა "ბილდთან" მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატსა და ფეხბურთელების თამაშზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო მაიკლ ოლისე და დაიოტ უპამეკანო, რომლებიც მიუნხენის "ბაიერნის" წევრები არიან. სანიოლის აზრით, ოლისე მსოფლიოში საუკეთესოა და თუ წლის ბოლოს "ოქროს ბურთს" არ მიიღებს, ეს ფეხბურთში პრობლემის ნიშანი იქნება.

2 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. ამის შედეგად, ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ორივე მათგანი 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს, 1 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის გამო.

2 ივლისი, 2026
საზოგადოება

ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში. პატარაიას თქმით, ეს შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“ და სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა.

2 ივლისი, 2026
საზოგადოება

კაცმა ქუჩაში ცნობილი ესპანელი მხატვრის 150 000-ევროიანი ნახატი იპოვა და შინ მხოლოდ იმის გამო წაიღო, რომ ჩარჩო მოეწონა - უჩვეულო ამბის დეტალები

ესპანეთის ქალაქ სევილიაში მცხოვრებმა მამაკაცმა ქუჩაში მიტოვებული, 150 000 ევროდ შეფასებული ნახატი იპოვა. მან ტილო სახლში მხოლოდ იმიტომ წაიღო, რომ ჩარჩო მოეწონა, თუმცა მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაადგინა, რომ ეს ცნობილი მხატვრის ორიგინალი ნამუშევარი იყო. ნახატი მის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა.

2 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 10-ს გადააჭარბა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

კიევში რუსეთის მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13-ს მიაღწია, დაშავებულია 86 ადამიანი. თავდასხმები განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით, რამაც ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს.

2 ივლისი, 2026