← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი. უიმბლდონი] მარიამ ბოლქვაძე ეშლინ კრიუგერს შეხვდება | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი. უიმბლდონი] მარიამ ბოლქვაძე ეშლინ კრიუგერს შეხვდება | Lelo.Ge

2 ივლისს უიმბლდონის ტურნირზე მეორე წრის შეხვედრები ჩატარდება. მარიამ ბოლქვაძე (545-ე) თავის მეორე შეხვედრას, სავარაუდოდ, 15.30 საათიდან, 22 წლის ეშლინ როუზ კრიუგერთან (აშშ, 102-ე) გამართავს.

ამერიკელი ერთეულებში WTA-ს ორი ტურნირის გამარჯვებულია, 2021 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო წყვილთა თანრიგში ახალგაზრდებს შორის. 2025 წლის 14 ივლისს რეიტინგში 29-ე ადგილზე იყო. უიმბლდონის ტურნირზე მეორე წრეში მეორედ გავიდა. ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობებზე პირველ წრეში სამ-სამჯერ ითამაშა. კარიერაში 3.3 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

უიმბლდონის ტურნირზე ასპარეზობა, ბოლქვაძის მსგავსად, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ზედიზედ გაბრიელა კნუტსონს (ჩეხთი, 199-ე, 7:5, 7:5), მაი ჰონტამასა (იაპონია, 204-ე, 6:3, 5:7, 6:3) და პოლინა იაცენკოს (რუსეთი, 157-ე, 7:6, 6:1) სძლია, მთავარი ბადის პირველ წრეში კი დონა ვეკჩი (ხორვატია, 34-ე) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 7:6, 6:4. ცხრიდან 30 ივნისის ჩათვლით ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო.

← მთავარი