სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარესს "ბარსელონაში" სურს თამაში, სიმეონე მას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მის პროგრესით კმაყოფილია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო კავშირს მთავარი მწვრთნელის საკითხზე გადამჭრელი ზომების მიღება მალე მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის კანდიდატურა პოპულარულია, მისი დანიშვნა რთული იქნება. ნაგელსმანს კონტრაქტით კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, ხოლო კლოპი „რედ ბულში“ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს და მისი გათავისუფლება ფინანსურ ზარალთან იქნება დაკავშირებული.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში ხაზგასმულია შეშფოთება საქართველოს მიერ მიღებულ კანონებში არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და ხელყოფს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ასევე, მოწოდებაა ჩატარდეს გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელებმა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს. ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მეოთხედფინალში წააგო, მარიამ ბოლქვაძემ კი უიმბლდონზე მეორე წრეში მარცხი განიცადა. საბა ფურცელაძემ გერმანიაში მეოთხედფინალში შეჯიბრება დატოვა, ზოზია ქარდავამ კი პორტუგალიაში პირველივე წრეში წააგო. სოფიო შაფათავამ საფრანგეთში მეორე წრეში ვერ გაიმარჯვა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
4 ივლისი, 2026