← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე

03.07. დალასი. “დალას სთედიუმი”. 70 244 მაყურებელი

გოლები: 0:1 აშური (13. ჰაფეზის პასით), 1:1 ჰანი (55-საკ. კარში)

პენალტების სერია: 0:0 სუტარი (აცილება), 0:1 საბერი, 1:1 ირვინი, 1:2 რაბია, 2:2 მებილი (აცილება), 2:3 სალაჰი, 2:3 ჰერინგტონი, 2:4 აბდელმაგიდი

ავსტრალია (3-4-2-1): ბიჩი 6.9* (119. რაიანი) - ჩირკატი 7.5, სუტარი 7.3, ჰერინგტონი 5.5 - ბოსი 6.0 (46. ტრევინი 6.1), ირვინი 7.3, ო’ნილი 7.4 (91. ოკონ-ენგსტლერი 6.4), ბეჰიჩი 6.1 - ვოლპატო 6.7 (74. ჰრუსტიჩი 6.5), მეტკალფი 6.0 (91. მებილი 6.4) - ირანკუნდა 6.7 (74. ტურე 6.3)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

ეგვიპტე (4-4-2): შობეირი 6.5 - ჰანი 6.3, იბრაჰიმი 6.7, რაბია 6.6, ჰაფეზი 7.5 (80. ტრეზეგე 6.3) - აშური 7.4, ფათჰი 6.8 (67. აბდელმაგიდი 6.6), ატია 7.8 (120+1. საბერი), მარმუში 5.9 (106. აბდელქარიმი 6.3) - სალაჰი 5.8, ზიკო 6.6 (67. ჰასანი 7.1)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გაფრთხილება: ჰასანი (105), იბრაჰიმი (120)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)

არბიტრი: გ. ტეხერა (ურუგვაი)

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. “ფარაონებმა” მუნდიალზე ეს პირველად შეძლეს. დამარცხებულია ავსტრალიის სიმპათიური ნაკრები თავისი ლოკალური კოზირებით.

ეგვიპტეს ძირითად დროშივე უნდა მოეგო. მათ არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა გასატანი ვერ გაიტანეს. იქაური ფეხბურთის ლეგენდის, ჰოსამ ჰასანის მიერ გაწვრთნილი გუნდი იგებდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

მთავარი მოვლენა დამატებითი დროის მიწურულს მოხდა - ავსტრალიელთა დამრიგებელმა, ტონი პოპოვიჩმა, მეკარე პატრიკ ბიჩი შეცვალა და 11-მეტრიანების სერიისთვის გაცილებით გამოცდილი მეტ რაიანი გამოიყვანა, მაგრამ რისკმა ვერ გაამართლა. ეგვიპტელთა თითქმის ყველა დარტყმისას რაიანი კუთხის გამოცნობას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ნერვების დამწყვეტი თამაში იყო, რომლის მეორე ნაწილშიც გააქტიურდა მოჰამედ სალაჰი, ვინც ბარძაყის კუნთის ტრავმით თამაშობდა, რითაც საკუთარი ჯანმრთელობა შეაგდო სასწორზე. ლიდერმა პენალტების სერიაშიც ილიდერა - “პანენკათი” შეარხია მეტოქის კარის ბადე და დიდი როლი ითამაშა “ფარაონების” წინსვლაში.

ფაქტები

1994 წლის მუნდიალის შემდეგ ემამ აშური გახდა ეგვიპტურ კლუბში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი-ოფში გაიტანა. “ალ აჰლის” ფორვარდამდე ეს შეძლო ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმა, ემანუელ ამოკაჩიმ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ეგვიპტემ მეხუთედ გახსნა ანგარიში პირველ ტაიმში.

ავსტრალიის ნაკრები მესამედ შეხვდა აფრიკულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2010 წელს ისინი განას დაუზავდნენ (1:1), 2022 წელს კი ტუნისს 1:0 მოუგეს. ორივე ეს თამაში ჯგუფური ეტაპისა იყო.

ეგვიპტის ნაკრების მეკარე მოსტაფა შობეირის მამა, აჰმედ შობეირი “ფარაონების” ღირსებას იცავდა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე.

მოჰამედ ჰანიმ მეორე ავტოგოლი მიითვალა მიმდინარე მუნდიალზე. 1966 წლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ორჯერ აიღო საკუთარი კარი. მაშინ მსგავსი რამ გააკეთა ბულგარეთის ნაკრების მცველმა, ივან ვუცოვმა.

← მთავარი