საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა, თუმცა მოგვიანებით ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დაუკავშირდა და საქმეში ჩართვა ითხოვა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი დაიღუპა. მძღოლი, რუსეთის მოქალაქე, ადგილზე დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევა ტექნიკური შეცდომით ან ავტომობილის გაუმართაობით მოხდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ, მსაჯობა და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობა არ იყო სამართლიანი, თუმცა ეს მარცხის მთავარი მიზეზი არ არის. დალიჩი მიიჩნევს, რომ VAR-ი ფეხბურთს ანადგურებს და ემოციებს კლავს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენი იჯარის წესით "ჟირონაში" ასპარეზობდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ გონსალო რამუშის შემცვლელად ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რამაც შესაძლებელი გახადა მისსა და "ნაპოლის" შორის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა საფეხბურთო კავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა თანამდებობის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალიდან გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026