განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე "უცნობი" "მაესტროს" 80%-იანი წილის მფლობელი გახდა

მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] შვეიცარია 2:0 ალჟირი. როგორ აჯობა მოსწავლემ მასწავლებელს | Lelo.Ge

შვეიცარიის ნაკრებმა მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ალჟირი 2:0 დაამარცხა. მატჩის საბოლოო შედეგი არცერთ მომენტში არ ყოფილა საეჭვო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი, მურატ იაკინი, წარსულში ვლადიმირ პეტკოვიჩის (ალჟირის მწვრთნელი) ასისტენტი იყო.

4 ივლისი, 2026
სამართალი

„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას არასამუშაო დღეს, სიცოცხლისთვის საშიშ დანადგარზე ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოთი დაუპირისპირდა.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა

სტატია მიმოიხილავს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების 20-წლიან საფეხბურთო ისტორიას, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოულოდნელი მარცხებიდან დაიწყო და 2022 წლის კატარის ფინალში დასრულდა. ავტორი ხაზს უსვამს, თუ როგორ გადაიქცა ორი გრანდის ტრაგედია ეპიკურ დაპირისპირებად და საბოლოოდ, არგენტინის გამარჯვებად.

4 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ურუგვაისთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი და ერთი ვეტერანი მორაგბე მოხვდა. დავით ნინიაშვილი გუნდის კაპიტანი იქნება.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. „ფარაონებმა“ მუნდიალზე ეს პირველად შეძლეს. დამარცხებულია ავსტრალიის სიმპათიური ნაკრები თავისი ლოკალური კოზირებით. ეგვიპტეს ძირითად დროშივე უნდა მოეგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ნერვების დამწყვეტი თამაში იყო, რომლის მეორე ნაწილშიც გააქტიურდა მოჰამედ სალაჰი, ვინც ბარძაყის კუნთის ტრავმით თამაშობდა, რითაც საკუთარი ჯანმრთელობა შეაგდო სასწორზე.

4 ივლისი, 2026