სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან წაგების შემდეგ, მსაჯობა და VAR-ის გამოყენება გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობა არ იყო სამართლიანი, თუმცა ეს მარცხის მთავარი მიზეზი არ არის. დალიჩი მიიჩნევს, რომ VAR ფეხბურთში ემოციებს კლავს და ზედმეტად შორს წავიდა მისი გამოყენება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კლუბ „პოტაისა ტურდაში“ გააგრძელებს. მანამდე ის ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდში“ თამაშობდა. ორჯონიკიძემ მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და მოედანს უბრუნდება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს, რაც გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივ მოძრაობას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილებას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარესს "ბარსელონაში" სურს თამაში, სიმეონე მას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მის პროგრესით კმაყოფილია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო კავშირი მწვრთნელის საკითხზე გადამჭრელ ზომებს იღებს. გავრცელებული ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანის შემცვლელად იურგენ კლოპი განიხილება, თუმცა მის დანიშვნას სერიოზული ფინანსური დაბრკოლებები ახლავს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026