სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან წაგების შემდეგ, მსაჯობა და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობა არ იყო სამართლიანი, თუმცა ეს მარცხის მთავარი მიზეზი არ არის.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კლუბ „პოტაისა ტურდაში“ გააგრძელებს. ორჯონიკიძე გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდიდან“ უერთდება. ქართველმა ხელბურთელმა მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და მოედანს უბრუნდება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარესს "ბარსელონაში" სურს თამაში, სიმეონე მას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მის პროგრესით კმაყოფილია.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პარიზულმა გუნდმა გონსალო რამუშის შემცვლელის ძიება დაიწყო და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი განიხილება. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო კავშირს მთავარი მწვრთნელის საკითხზე გადამჭრელი ზომების მიღება მალე მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები იურგენ კლოპს უჭერენ მხარს, მისი დანიშვნა რთული იქნება, რადგან მას კონტრაქტით მაღალანაზღაურებადი პოსტი უკავია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობის დატოვების შეთავაზება მიიღო. ამ დროისთვის, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026