საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი 6.4%-ით შემცირდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, ხაზგასმულია შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, თუმცა პენალტების სერიაში ეგვიპტემ იმარჯვა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, მოგვიანებით კი მასზე მზრუნველობა ნათესავმა მამაკაცმა იკისრა. პატარაია ამ ფაქტს „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი გარდაიცვალა. რუსეთის მოქალაქემ, რომელიც მართვის მოწმობით რუსეთში იყო გაცემული, ტროტუარზე მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევა ტექნიკური შეცდომით ან ავტომობილის გაუმართაობით მოხდა და მძღოლს განზრახვა არ ჰქონია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან წაგების შემდეგ, მსაჯობა და VAR-ის გამოყენება გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობა არ იყო სამართლიანი, თუმცა ეს მარცხის მთავარი მიზეზი არ არის. დალიჩი მიიჩნევს, რომ VAR ფეხბურთის ემოციებს კლავს და ის აღარ არის საჭირო.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026