← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მასმილიანო ალეგრი გახდა! | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად]

“ნაპოლიმ” ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ამ პოსტზე ანტონიო კონტე შეცვალა.

58 წლის ლივორნოელი ტაქტიკოსი აქამდეც უნდა გამხდარიყო “პარტენოპეის” ახალი დამრიგებელი, მაგრამ პრობლემას ქმნიდა მისი მილანური კონტრაქტი, რის საფუძველზეც ალეგრი კომპენსაციას ითხოვდა.

მოლაპარაკებების შედეგად, “როსონერიმ” მწვრთნელთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ალეგრისა და “ნაპოლის” შორის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.

← მთავარი