სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მკაცრი ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა ტურნირს გამოეთიშება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ 4:2 იმარჯვა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ქართველი ბიზნესმენის მაკა ასათიანის საკუთრებაშია და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აპირებს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს, გაორმაგების დღეს, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. ამ დღეს PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ ორმაგ სარგებელს და 50%-იან ფასდაკლებას 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში. წლევანდელი კამპანია უფრო მასშტაბურია და მოიცავს ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიებს.
4 ივლისი, 2026