[რაგბი. ერთა თასი] საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება | Lelo.Ge
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, მონტევიდეოში, ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ბორჯღალოსნების ფრანგმა თავკაცმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია. რომან მახათაძე გარემარბია და ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ძირითად შემადგენლობაში დაასახელა ბრონკანმა ვეტერანი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2023 წლის შემდეგ არ უთამაშია.
გუნდს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს, რომელიც ურუგვაისთან შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. ფულ ბეკი კი ლუკა ცირეკიძე იქნება.
აღსანიშნავია, რომ თადარიგში ექვსი მორკინალი და ორი უკანახაზელია.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასი მეორე დივიზიონია და მასში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
ა ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ;
ბ ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს (ივლისის და ნოემბრის). მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ურუგვაისთან მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
საქართველო: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
-
გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.
-
ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.
11 ივლისი საქართველო - სამოა 18 ივლისი ჩილე - საქართველო