მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ აფრიკული ნაკრები ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმაც აღიარა და კაბო-ვერდეს ძლიერი გუნდი უწოდა.
“ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და მუდმივად ასე იქნება. სტანდარტული დარტყმები და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბრძოლა დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უკვე დიდი ხანია, ვარჯიშებზე ამ კომპონენტზე ვმუშაობთ და საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ჰაერში კარგად თამაშობენ.
პრესინგნს კომპაქტურად ვერ ვახერხებდით, ცოტა არაორგანიზებულები ვიყავით. თითქოს, ისე ჩანდა, რომ მეტოქე მოედანზე 1 ფეხბურთელით მეტით იყო. გვაიძულებდნენ ბევრი გვერბინა, რადგან მათზე ეფექტურად პრესინგს ვერ ვთამაშობდით.
კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ესპანეთთან ან ურუგვაისთან არ დამარცხდნენ. ახლა პლეი-ოფის ეტაპია და დათმობაზე არავინ მიდის. განსაკუთრებით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იგრძნობა, თუ როგორ გათანარბდა ნაკრებების დონეები.
ყველა თამაში უკიდურესად რთულია. ახლა შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან ამ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით”, - ციტირებს El Mundo Deportivo ლეოს სიტყვებს.
შეხსენებისთვის, არგენტინა 7 ივლისს, ატლანტაში, მერვედფინალში ეგვიპტეს შეხვდება.