სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ გონსალო რამუშის შემცვლელად ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. პსჟ-ს ბალოგუნის შეძენაში პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რამაც შესაძლებელი გახადა მისსა და "ნაპოლის" შორის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა საფეხბურთო კავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალიდან გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ქართველი ბიზნესმენის მაკა ასათიანის საკუთრებაშია და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
4 ივლისი, 2026