სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასული სეზონის მეორე ნახევარში ტერ შტეგენი იჯარის წესით "ჟირონაში" ასპარეზობდა, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის „დინამოდან“ წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკას" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ გონსალო რამუშის შემცვლელად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რის შემდეგაც მან "ნაპოლისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობის დატოვების შეთავაზება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, დაიკავოს ეს პოზიცია.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალიდან გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026