სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების შემდეგ გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. ტერ შტეგენი გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით "ჟირონაში" ასპარეზობდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ გონსალო რამუშის შემცვლელად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რის შემდეგაც მან "ნაპოლისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა ქვეყნის ფეხბურთის მესვეურებთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ამ პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალიდან გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
4 ივლისი, 2026