სპორტი
76 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ პეტრიაშვილი, ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიას უკავშირდება. 1990 წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებაში და რთულ პერიოდშიც კი სჯეროდა მისი მომავლის. მისი სიწრფელე და რწმენა მომავლისადმი განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარესს "ბარსელონაში" სურს თამაში, სიმეონე მას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მის პროგრესით კმაყოფილია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა საფეხბურთო კავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ მზრუნველობა ნათესავმა მამაკაცმა იკისრა. სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენი იჯარით "ჟირონაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026