კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და არაერთი ბრწყინვალე შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ რეკორდი ამჟამად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა.
Opta-ს ცნობით, 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, 2026 წლის მუნდიალზე გოლი პარიზელთა უკვე 8 ფეხბურთელს აქვს გატანილი. ესენი უსმან დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, აშრაფ ჰაკიმი, იბრაჰიმ მბაიე და გონსალო რამუში არიან.
სათქმელია ისიც, რომ ტურნირის მსვლელობისას რამუში “მილანში” გადავიდა, მაგრამ სტატისტიკაში გათვალისწინებულია ის კლუბები, რომლებშიც ფეხბურთელები თამაშობდნენ უშუალოდ ჩემპიონატის დაწყებამდე.
წინა რეკორდის ავტორები “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი” იყვნენ. 2018 წელს მუნდიალზე “ბლაუგრანას” შვდიმა ფეხბურთელმა აიღოს მეტოქის კარი, ხოლო “რეკორდმაისტერის” მოთამაშეებმა მსგავსი მაჩვენებელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დააფიქსირეს.