სპორტი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატის კლუბ „პოტაისა ტურდას“ შემადგენლობაში გააგრძელებს. ორჯონიკიძე გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდიდან“ უერთდება, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა. მანამდე კი, ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ევროფარმი“, „ფერენცვაროში“, „რეშიცა“, „კოკსი“ და „ოროშჰაზა“.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება როგორც კერძო ავტომობილების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის მომავალზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ალვარესს "ბარსელონაში" სურს თამაში, სიმეონე მას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მის პროგრესით კმაყოფილია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს, რომელიც ურუგვაისთან შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს და ის ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო კავშირს მთავარი მწვრთნელის საკითხზე გადამჭრელი ზომების მიღება მალე მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად იურგენ კლოპის კანდიდატურა განიხილება, მის დანიშვნას სერიოზული ფინანსური სირთულეები ახლავს.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო შერვაშიძე ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებამ, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა. სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
4 ივლისი, 2026