← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე.  ერთი ნაბიჯი სასწაულამდე! არგენტინა მცველებმა გაიყვანეს... | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე.  ერთი ნაბიჯი სასწაულამდე! არგენტინა მცველებმა გაიყვანეს... | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

არგენტინა 3:2 დდ კაბო ვერდე

04.07. მაიამი. “ჰარდ როკ სთედიუმი”. 64 478 მაყურებელი

გოლები: 1:0 მესი (29. ლის. მარტინესი), 1:1 დ. დუარტე (59. მენდეშის პასით), 2:1 ლის. მარტინესი (92. მაკ ალისტერის პასით), 2:2 ლოპეს კაბრალი (103. ი. სემედუს პასით), 3:2 ბორჟისი (111-საკ. კარში)

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი 6.4* - მოლინა 6.3 (104. მონტიელი 6.5), რომერო 7.7, ლის. მარტინესი 9.4, მედინა 7.2 (86. ტალიაფიკო 6.9) - დე პოლი 8.1 (84. პარედესი 7.4), მაკ ალისტერი 7.4, ენცო ფერნანდესი 7.1, ალმადა 6.5 (64. ნ. გონსალესი 7.3) - მესი 9.1, ლ. მარტინესი 6.0 (63. ხ. ალვარესი 6.7)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

კაბო ვერდე (4-1-4-1): ვოზინია 7.4 - მორეირა 6.4, ლოპესი 6.4, ბორჟისი 5.8, ლოპეს კაბრალი 7.5 - ლენინი 6.6 (100. ბენჩიმოლი 6.2) - მენდეში 6.5 (80. ვ. სემედუ 5.6), ლ. დუარტე 6.0 (67. მონტეირო 6.3), დ. დუარტე 6.0 (100. ი. სემედუ 7.2), ჟოვანე კაბრალი 6.1 (80. ვარელა 6.5) - და კოშტა 5.4 (67. ლივრამენტო 6.3)

მწვრთნელი: ლეიტაუ ბრიტუ

გაფრთხილება: ლენინი (68), მონტიელი (115)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლიონელ მესი (არგენტინა)

არბიტრი: დ. ფიშერი (კანადა)

არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია. “ალბისელესტე” ვერ იყო იდეალური კაბო ვერდესთან მატჩში, მაგრამ საწადელს მაინც ეწია, თუმცა მხოლოდ დამატებით დროში.

ისევ შეაგდო ლიონელ მესიმ და “ასისტიც” მითვალა. ის 39 წლისა კიდევ ერთ ახალ, დიდებულ ისტორიას წერს. როგორც იქნა, მესის გადამწყვეტ მომენტში ვიღაც შეეშველა - მცველმა ლისანდრო მარტინესმა ასევე გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, მისმა თანაამპლუელმა კრისტიან რომერომ კი მეტოქის დახმარებით (ავტოგოლით, თუმცა მთავარი მოქმედება რომეროსი იყო) დამატებით დროში არგენტინელთა მესამე გოლი შეაგდო და თავისიანები დააწინაურა.

არგენტინამ მაგრად ინერვიულა და ახლა საკითხავი სხვა რამეა - მერვედინალში და თუნდაც იმის იქით რამდენად იქნება საკმარისი მხოლოდ “დიდი გენიოსი” იმ მოცემულობისას, როცა არგენტინელთა სხვა შემტევები (მართლა მაღალი კლასისანი) სტატისტების როლში არიან.

კაბო ვერდე კი მთავარი აღმოჩენა იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ველოდით მათგან სიურპრიზებს, მაგრამ ასეთს?! გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, საქართელოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის ამხანაგურ მატჩში მეტოქედ ეს ნაკრები რომ შეარჩია, ერთი ამბავი ატყდა - ესენი ვინ არიანო?!.

ფაქტია, ჩვენ ხშირად ფეხბურთის ექსპერტობაზე ვდებთ თავს და მხოლოდ გრანდების ამბები ვიცით… კაბო ვერდე მიმდინარე მუნდიალზე ეთამაშა მსოფლიოს სამ ჩემპიონს, მათ შორის ერთ მოქმედს (არგენტინას) და ძირითად დროში არცერთთან არ დამარცხებულა!

“პატარა კუნძული დიდი ოცნებებით” - ამ წარწერით ეჭირათ პლაკატები მუნდიალის მიმდინარეობისას კაბოვერდელ ქომაგებს. მართლაც რომ ასეა. ჩვენ კი, ვინც ზაფხულის ეს ღამე გავათენეთ, ცოტა რულშეპარულებს ალბათ გვაქვს ლეგიტიმური კითხვა - ყველაფერი ის, რაც ვნახეთ, სიზმარი იყო თუ ცხადი?!

საბოლოოდ ვიპოვეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ ფორმატს ეხებოდა - მან აშკარად გაამართლა!

ფაქტები

ლიონელ სკალონიმ მე-100 მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

კაბო ვერდე გახდა ყველაზე “პატარა ქვეყანა”, რომელმაც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში.

ლიონელ მესიმ მე-20 გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და 2 ბურთით გაუსწრო მეორეადგილოსან კილიან მბაპეს (18).

ლიონელ მესიმ მიმდინარე მუნდიალზე გაიტანა მე-7 გოლი და ერთი ბურთით გადაუსწრო კილიან მბაპეს (6).

ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ორ სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა, სულ მცირე, 7 გოლი.

ლიონელ მესიმ გააკეთა მე-9 საგოლე პასი და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

← მთავარი