განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

4 ივლისი, 2026
სპორტი

ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს

"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] სირაძე თბილისის "დინამოდან" "სამგურალში" გადავიდა | Lelo.Ge

25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში

5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას. დელეგაციამ ასევე მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ერთა თასი] საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება | Lelo.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.

4 ივლისი, 2026
სამართალი

„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ. ადვოკატმა, საქმეში უფასოდ ჩართვის შემდეგ, კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, დაიწყო ანგარიშსწორება და ადვოკატთა ასოციაციამ ლიცენზია 3 წლით შეუჩერა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა...

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ პეტრიაშვილი, ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან განუყოფლად იყო დაკავშირებული. 1990 წლის 15 თებერვალს მან უდიდესი როლი ითამაშა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებაში. მიუხედავად ქართული ფეხბურთის დაღმასვლისა, ის ყოველთვის სჯეროდა მისი მომავლის.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] ნაგელსმანი წავიდა! გერმანიის საფეხბურთო კავშირი ადასტურებს კლოპის მზადყოფნას... | Lelo.Ge

იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა საფეხბურთო კავშირთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად იურგენ კლოპი განიხილება, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა თანამდებობის დასაკავებლად.

4 ივლისი, 2026