სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლებს გადადგომის შეთავაზება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ და ხელი დაკარგა. ადვოკატმა, საქმეში უსასყიდლოდ ჩართვის შემდეგ, კომპანია სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, დაიწყო ანგარიშსწორება ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, რის გამოც მას ლიცენზია სამი წლით შეუჩერეს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
სტატია მიმოიხილავს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების 20-წლიან საფეხბურთო ისტორიას, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო და 2022 წლის კატარის ფინალში დასრულდა. ავტორი ხაზს უსვამს ორი გუნდის პარალელურ ტრაგედიებს და მათ გზას ფინალამდე, სადაც საბოლოოდ არგენტინამ იმარჯვა.
4 ივლისი, 2026