სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, გაჩეჩილაძემ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ისგან 25%-იანი წილი უსასყიდლოდ მიიღო, მანამდე კი 55%-ს ფლობდა. ამ ცვლილებების შემდეგ, კომპანიის წილები ასე ნაწილდება: გიორგი გაჩეჩილაძე - 80%, მამუკა ღლონტი - 15%, ეკატერინე აკობია - 5%.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, მოგვიანებით კი ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა მასზე, თუმცა მოგვიანებით ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. საქმეზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა „საფარი“ პროკურატურას ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენი იჯარით "ჟირონაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ გონსალო რამუშის შემცვლელად „მონაკოს“ ამერიკელი თავდამსხმელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ბალოგუნმა ლიგა 1-ში 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რის შემდეგაც მან "ნაპოლისთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა გერმანიის ფეხბურთის მესვეურებთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალში გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. Tbilisi Mall-ში წარმოდგენილ პარტნიორ მაღაზიებში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
4 ივლისი, 2026