[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] კოლუმბია 1:0 განა. როცა შურისძიება "ცხლადაც გემრიელად მიირთმევა"... | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი
კოლუმბია 1:0 განა
04.07. კანზასი. “ეროუჰედ სთედიუმი”. 76 416 მაყურებელი
გოლი: 1:0 ჯ. არიასი (14. სუარესის პასით)
კოლუმბია (4-3-3): ვარგასი 6.8* - მუნიოსი 7.9, სანჩესი 7.8, ლუკუმი 7.0, მოხიკა 7.0 - პუერტა 8.7, ლერმა 6.7, ჯ. არიასი 7.9 (73. კინტერო 7.6) - ხამეს როდრიგესი 6.5 (46. რიოსი 6.8), კორდობა (8. სუარესი 7.1), ლუის დიასი 6.3 (90. კამპასი)
მწვრთნელი: ნესტორ ლორენცო
განა (4-1-4-1): ატი ზიგი 8.7 - სენაია 6.6 (13. სეიდუ 7.3), ლუკასენი 6.5, ოპოკუ 5.8, მენსა 6.3 - პარტეი 6.2 - ი. უილიამსი 6.3 (62. ფატავუ 6.2), ირენკი 6.4 (79. ადუ 6.3), სიბო 5.8 (66. ოვუსუ 6.4), სემენიო 6.6 - ჯ. აიუ 6.0 (79. ნუამა 6.6)
მწვრთნელი: კარლუშ კეირუში
გაფრთხილება: ჯ. არიასი (12), ირენკი (49), ფატავუ (66), სეიდუ (76), რიოსი (78)
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლუის დიასი (კოლუმბია)
არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
ნათქვამია, შურისძიება ის კერძია, ცივად რომ უნდა მიირთვაო. ვფიქრობთ, კოლუმბიელებს ის ცხელიც ეგემრიელათ. მოიგეს თუ არა, დიდი ზეიმი დაიწყო - კარლუშ კეირუში ცოტა ხნის განმავლობაში წვრთნიდა მათ ნაკრებს, მაგრამ მაშინ ბევრთან აერია პორტუგალიელს ურთიერთობა. მათ შორის, “ლოს კაფეტეროსის” ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავ ხამეს როდრიგესთან…
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/6 ფინალში სწორედ კეირუში ხელმძღვანელობდა იმ განის ნაკრებს, რომელსაც კოლუმბიამ ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობა. ერთადერთი გოლი შეაგდო ჯონ არიასმა, არაორდინარულმა და ძალიან ტექნიკურმა ფეხბურთელმა, ვინც, რატომღაც, თავი ვერ დაიმკვიდრა ინგლისურ ფეხბურთში და სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა, სადაც ბრაზილიური “პალმეირასის” ღირსებას იცავს.
რომ არა განელთა მეკარე, ლოურენს ატი ზიგი, კოლუმბია მეტოქეს უთუოდ დიდი ანგარიშით დაამარცხებდა. შვეიცარიული “სენტ გალენის” კარის დარაჯმა, როგორც იტყვიან ხოლმე, თავი გაიჯიჟა და რამდენიმე “მკვდარი” გააუვნებლა.
კოლუმბიამ კი ტრადიციას არ უღალატა და ითამაშა ისე, როგორც ამ საფეხბურთო ერს უხდება და ეკადრება. ეჭვგარეშეა, კოლუმბიის ნაკრები მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ტექნიკური გუნდია.
ფაქტები
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე გამართული ბოლო 7 მატჩის პირველ ტაიმებში კოლუმბიის ნაკრებს გოლი არ გაუშვია.
დერიკ ლუკასენი თამაშის დღეს გახდა 31 წლის და აღმოჩნდა პირველი აფრიკელი მოთამაშე, ვინც იუბილარის რანგში ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში.
კოლუმბიის ნაკრების მიერ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებული 4 შეხვედრიდან სამში მათ გახსნეს ანგარიში.
კოლუმბიელი მეგოლე ჯონ არიასისათვის აშშ იღბლიანი ქვეყანაა. მან ნაკრებში მე-7 გოლი შეაგდო და 6 შემთხვევაში თავი სწორედ აშშ-ში გამოიჩინა.
2019-20 წლებში განის ნაკრების პორტუგალიელი დამრიგებელი, კარლუშ კეირუში, კოლუმბიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი გახლდათ.