სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი წარმატებით გახსნა. გიორგი ნოზაძის გუნდმა გერმანიაში გამართულ ტურნირზე ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში დაამარცხა. ამ გამარჯვებებით გუნდი ჯგუფის ლიდერი გახდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობის დატოვების შეთავაზება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ამ პოსტის დასაკავებლად.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე თბილისის "დინამოდან" წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა. ეროვნულ ლიგაში მან სულ 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ის გულშემატკივარმა "დინამოდან" კი გაიცნო, თუმცა იქამდე მის ზურგსუკან ძალიან საინტერესო ისტორიაა. ირაკლი საქართველოს რეგიონალლიგებში ასპარეზობდა, როცა ის აღმოაჩინა ფინეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა, ლევან ლომიძემ. სირაძემ ითამაშა ფინურ " ჰაკასა" და "ატლანტისში", რის შემდეგაც "დინამოში" აღმოჩნდა. აქვე დავძენთ, რომ "სამგურალში", მატებასთან ერთად, არის დანაკლისიც - გუნდი დატოვეს ლევან პაპავამ, გიორგი გოგოლაშვილმა და აბდულ ქაბიამ.
4 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია, რომელმაც ანტონიო კონტე შეცვალა. ალეგრის მილანურ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა, რამაც შესაძლებელი გახადა მისსა და "ნაპოლის" შორის 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება.
4 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა 1/16-ფინალიდან გამოვარდება.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები Tbilisi Mall-ში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება ტანსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო ნივთებისა და სხვა კატეგორიების არაერთ ბრენდზე.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას არასამუშაო დღეს, სიცოცხლისთვის საშიშ დანადგარზე ამუშავებისას მძიმე ტრავმა მიაყენა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა.
4 ივლისი, 2026