პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა და ჩასულმა სტუმრებმა თეირანში, იმამ ხომეინის დიდ მეჩეთში, ალი ხამენეის ხსოვნას უკანასკნელი პატივი მიაგეს. 86 წლის ხამენეი მოკლეს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად. დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის მეთაურობით.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16 ფინალში კოლუმბიამ განა 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. კოლუმბიელთა გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან განას ნაკრებს კარლუშ კეირუში წვრთნიდა, რომელსაც კოლუმბიელებთან, მათ შორის ხამეს როდრიგესთან, ურთიერთობა დაეძაბა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მცველებმა ლისანდრო მარტინესმა და კრისტიან რომერომ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გამარჯვებაში. კაბო ვერდე კი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს და გადაუდებელ სარესტავრაციო სამუშაოებს.
4 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის "სენტ ეტიენში" თამაშობს, ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. მისით დაინტერესებულია თურქული "ბეშიქთაში", თუმცა პორტუგალიური "სპორტინგიც" აქტიურად განიხილება, სადაც მისი თანამემამულე გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. Central 90-ის ინფორმაციით, "სპორტინგმა" უკვე მიმართა "სენტ ეტიენს" დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით.
4 ივლისი, 2026