სპორტი
არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მცველმა ლისანდრო მარტინესმაც აქტიურად ითამაშა. კაბო ვერდე კი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად იქცა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის 18 რეგიონზე, ანექსირებულ ყირიმსა და შავ ზღვაზე 400-მდე დრონით განახორციელა დარტყმები. სანკტ-პეტერბურგში ნავთობის ტერმინალზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. ბელგოროდში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი დაიღუპა. ავტომობილს რუსეთის მოქალაქე მართავდა, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევა ტექნიკურმა შეცდომამ ან ავტომობილის გაუმართაობამ გამოიწვია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ იმარჯვა ანგარიშით 4:2.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისური ენის საათები გაძლიერდა მე-10 კლასში.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. ლიონელ მესიმ ტურნირზე გატანილი მეშვიდე გოლით არგენტინა პირველ ტაიმში დააწინაურა, თუმცა კაბო-ვერდე არ დანებდა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, არგენტინამ დამატებით დროში გაიმარჯვა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
4 ივლისი, 2026