← მთავარი
სპორტი

იურგენ კლოპი: "ვიქნები თუ არა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი?" | Lelo.Ge

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
იურგენ კლოპი:

იურგენ კლოპმა, რომელიც ამჟამად “რედ ბულში” ფეხბურთის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობს, კომენტარი გააკეთა გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვაზე:

„ჯერ ამაზე არ მიფიქრია. მესმის, რომ როცა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესა თუ ის კანდიდატურა განიხილება, ჩემს სახელსაც ახსენებენ ხოლმე. თუმცა ახლა არ არის შესაფერისი მომენტი, რომ ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ.

მე მაქვს სამუშაო, რომელიც ძალიან მომწონს. და, როგორც ვიცი, გერმანიის ნაკრებში ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ არავინ მიმიწვევს”,- განაცხადა კლოპმა Magenta TV-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიო თასის 1/16 ფინალში პარაგვაისთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

← მთავარი