საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიამ მსოფლიო თასის 1/16 ფინალში განა 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და ტექნიკურ გუნდად ითვლება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის "სენტ ეტიენში" თამაშობს, სავარაუდოდ ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მისით არაერთი გუნდი ინტერესდება, მათ შორის თურქული "ბეშიქთაში" და პორტუგალიური "ბენფიკა". ახლა კი, პორტუგალიური "სპორტინგის" სახელით კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ეგვიპტემ 4:2 იმარჯვა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ეგვიპტემ 4:2 იმარჯვა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტის ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებაზე სხვადასხვა პრემიებით დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო ჟურნალისტები, კომენტატორები და გამოცემები.
4 ივლისი, 2026