სპორტი
ბათუმის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიელი თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერი. ფეხბურთელმა კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, კლუბს კი მისი დამატებითი ერთი წლით გაგრძელების უფლება აქვს. მაურიდესი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. მანამდე ის დონეცკის "შახტარში" თამაშობდა და "ტორპედოში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ლაცაბიძეს აქვს გამოცდილება თბილისის "დინამოში", ოდესის "ჩერნომორეცში" და დანიურ "ვეილეში".
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარემ, ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. მისი თქმით, პარაგვაის გუნდი უხეშობდა და მსაჯის გადაწყვეტილებები კატასტროფული იყო. ჰარტმა აღნიშნა, რომ ასეთი თამაში ფეხბურთის დაცინვა იყო.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
6 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მას უკანონო დავალებებს აძლევენ, რის შესრულებაზეც უარს აცხადებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის "ტორპედო" ახალი ფეხბურთელით, ბულგარელი მცველით, მატეო სტამატოვით გაძლიერდა. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ესპანიოლის" აკადემიაში ვარჯიშობდა, მანამდე "ლევსკის", "ორენბურგისა" და სოფიას "სეპტემვრის" რიგებში თამაშობდა. ასევე, გუნდს დანიური "ვეილედან" წამოსული ლუკა ლაცაბიძე შეუერთდება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
6 ივლისი, 2026