საზოგადოება
6 ივლისის ასტროლოგიური ფონი მოგვიწოდებს მეტი დისციპლინისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებებისკენ. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს გრძელვადიანი მიზნების დასახვას და საქმეების სტრუქტურირებას. წარმატება მიიღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებული მოქმედებებით, რაც იდეალურია სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის და ფინანსური სტაბილურობის გამყარებისთვის.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები 2026 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებიდან ნაწილი, მათ შორის ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი, მაღალი ტემპერატურის გამო გაუქმდა. ფილადელფიაში იგეგმება 900 ფუნტიანი დროის კაფსულის დამარხვა, რომელიც 250 წლის შემდეგ უნდა ამოიღონ.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო. შერკიმ ასევე ხაზი გაუსვა გუნდის ბრძოლისუნარიანობას და იმ ფაქტს, რომ მათ მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.
6 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. ამის შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ისინი 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. მანამდე ის დონეცკის "შახტარში" თამაშობდა და "ტორპედოში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ლაცაბიძეს აქვს გამოცდილება თბილისის "დინამოში", ოდესის "ჩერნომორეცში" და დანიურ "ვეილეში".
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. ჰარტის თქმით, პარაგვაის გუნდი სირცხვილი იყო და მსაჯის მუშაობა კატასტროფა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო ფეხბურთის დაცინვა.
6 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მთავრობა მოწონებას მაშინ იმსახურებს, როცა მის უკანონო და არაკაცურ დავალებებს ასრულებ, თუმცა ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია.
6 ივლისი, 2026